18+

ვებ-გვერდზე შესასვლელად უნდა იყოთ სრულწლოვანი. ხართ თუ არა 18 წლის ან უფროსი?

Aguna Export
EXCLUSIVE

გასაყიდი სასმელის მოკლე ანოტაცია

„ექსქლუზივი“ არ არის ჩვეულებრივი, მასობრივი წარმოების არაყი. ეს არის პრემიუმ კლასის ქართული სასმელი, რომელიც კავკასიონის მთების ძირში იბადება. მის განსაკუთრებულ ხასიათს, სისუფთავესა და სასიამოვნო ტონებს განსაზღვრავს ექსკლუზიური ტექნოლოგია და მიწისქვეშა არტეზიული ჭაბურღილებიდან მიღებული, კავკასიონის ქანებში ბუნებრივად გაფილტრული კრისტალურად სუფთა ნაჟური წყალი.

მარცვლეულის ტრადიციული არყებისგან განსხვავებით, სადაც სახამებლის შაქრებად გარდასაქმნელად ბიოლოგიურად აქტიურ ხელოვნურ ფერმენტულ პრეპარატებს იყენებენ, „ექსქლუზივის“ დასამზადებლად, მისი 100%-ით ნატურალური და ბიოლოგიურად სუფთა თვისებების შესანარჩუნებლად, მხოლოდ თეთრი ყურძნის საუკეთესო ჯიშებისგან მიღებული ნატურალური ღვინო გამოიყენება, რომელშიც გლუკოზა და ფრუქტოზა ბუნებრივად არის წარმოდგენილი. სასმელი იხდება კლასიკურ ფრანგულ ალამბიკში, რაც მას განსაკუთრებულ დახვეწილ ხასიათს სძენს, ხოლო სპეციალურად შემუშავებული ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ განსაკუთრებული სისუფთავისა და მაღალი ხარისხის ყურძნის დისტილატი.

საბოლოოდ იქმნება უაღრესად რბილი, ხავერდოვანი და დახვეწილი სასმელი, რომელშიც ყურძნის ნაზი, ბუნებრივი არომატი მსუბუქად იგრძნობა და არ ფარავს მის სუფთა და ჰარმონიულ ხასიათს. სწორედ ეს განასხვავებს „ექსქლუზივს“ ჩვეულებრივი არაყისგან და ქმნის მის უნიკალურ გემოს.

QUALITY

ხარისხის სერტიფიკატი

სერტიფიკატის საბოლოო ფაილი აქ განთავსდება და მომხმარებელს მისი გახსნა/ჩამოტვირთვა შეეძლება.

QUALITY CERTIFICATE
SHOP

მაღაზია — ასორტიმენტი

EXCLUSIVE · 0.5L · 40%

Georgian Grape Vodka

6.00
Aguna Export
AGUNA EXPORT

კონტაქტი

საქართველო · Georgia

ტელეფონი და ელფოსტა დაემატება საბოლოო მონაცემების მიღების შემდეგ.

Aguna Export

კალათა / შეკვეთის გაფორმება

კალათა ცარიელია. დაამატეთ პროდუქტი და აქვე გაიხსნება შეკვეთის ფორმა.